ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ბათუმში საკრებულოს წევრის შუალედური არჩევნების წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა.
საპილოტე სისტემის მიერ 14-ვე უბანზე დათვლილი შედეგებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა, მათე ფუტკარაძემ ხმების 31% მიიღო, ხოლო „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, რამაზ ჯინჭარაძემ – 69%.
20:00 საათის მონაცემებით, ბათუმში საარჩევნო ოლქებზე სულ 10 578 ამომრჩეველი მივიდა, აქტივობამ 51.3% შეადგინა.
ასევე წაიკითხეთ